ეკონომიკა
30/05/2022

საქართველოს რკინიგზის მოგებამ I კვარტალში ₾23.5 მლნ შეადგინა

საქართველოს რკინიგზა 2022 წელსაც აგრძელებს მზარდი ტრენდის შენარჩუნებას.

2022 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლებიც რეკორდულად მზარდია. კომპანიამ კვარტალი 23.5 მლნ ლარის მოგებით დაასრულა, ხოლო ამავე პერიოდის საოპერაციო შემოსავალმა 141 მლნ ლარი შეადგინა.

2022 წლის პირველ კვარტალში გადაზიდული ტვირთების მოცულობა 3 მლნ ტონაა და მომატებულია სამგზავრო გადაყვანების შემოსავლებიც. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამგზავრო გადაყვანების შემოსავალი დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა.