ეკონომიკა
17/06/2021
საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა 400 000 ტონით შემცირდა
საქართველოს პორტებს ტვირთბრუნვა შეუმცირდა.
კლებაა საკონტეინერო ტვირთებშიც. 2021 წლის 4 თვეში ქართულმა პორტებმა 128 266 TEU კონტეინერი გადაამუშავეს, წლიურად კლება 57 389 ერთეული ანუ 30/9%-ია.
30%-იანი კლებაა ფოთის საზღვაო ნავსადგურში, რომელზეც საკონტეინერო ტვირთბრუნვის 76% მოდის. ფოთის ნავსადგურში 97 955 TEU კონტეინერი გადაამუშავეს, ბათუმის პორტში კი, 30 311 TEU, სადაც ასევე კლება შეინიშნება.
პორტებში 4 თვეში 5.5 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა, 400 ათასი ტონით ნაკლები 2020 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით.
ფოთის პორტში 2.2 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა, ბათუმის პორტში 1.2 მლნ ტონა გადამუშავდა, ყულევის ტერმიალში 0.6 მლნ ტონა, ხოლო სუფსის ტერმინალში 1.5 მლნ ტონა.