Photo by Glenn Case on Unsplash
ეკონომიკა
18/08/2023

საქართველოს ნავსადგურებში ტვირთების გადამუშავება და მგზავრთნაკადი შემცირებულია

2023 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3516.3 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 5.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის მონაცემებით, გადამუშავებული ტვირთის 48.6 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთია, 32.0 პროცენტი - თხევადი ტვირთი, 19.4 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.

2023 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 1.3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 0.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, მგზავრთა ნაკადში, შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატება გასული მგზავრების წილს და 52.6 პროცენტს შეადგენს.

Businesspartner