საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 30 ივნისის მდგომარეობით $22.3 მლრდ-ია
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 22.3 მლრდ დოლარი (65.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 104.8%-ია.
2022 წლის მეორე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი 268.8 მლნ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 662.3 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო, ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად - 290.2 მლნ დოლარით, 73.2 მლნ დოლარით და 30.1 მლნ დოლარით შემცირდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.2 მლრდ დოლარი (29.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 47.8%-ია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.6 მლრდ დოლარი (22.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 35.6%), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 899 მლნ დოლარი (2.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.2%), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 424.3 მლნ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 2%) და 1.3 მლრდ აშშ დოლარი (3.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.9%).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 5.6 მლრდ დოლარი (16.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.1%), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ აშშ დოლარი (14.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 23%) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.4 მლრდ დოლარი (9.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.8%). მთლიანი საგარეო ვალის 89.9% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 13 მლრდ დოლარი (38 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 61%-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.2 მლრდ აშშ დოლარია (18.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 29.2%-ია.
2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 43.5 მლნ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 6.3 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 37.2 მლნ დოლარით შემცირდა. 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 899 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან, 459.4 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.