ეკონომიკა
30/06/2021

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 2021 წლის 31 მარტის მონაცემებით $20.6 მლრდ-ია

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 20.6 მლრდ დოლარია (70.3 მლრდ ლარი) შეადგინა.

სებ-ის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 22.6 მლნ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 467.4 მლნ დოლარით გაიზარდა, ფასის ცვლილების გამო 15.9 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო და სხვა ცვლილებების გამო - 332.8 და 127.9 მლნ დოლარით შემცირდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.9 მლრდ დოლარი (33.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 64%-ია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.6 მლრდ დოლარი (26 მლრდ ლარი; მშპ-ს 49.2%), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 573.8 მლნ დოლარი (2 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.7%), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 797.1 მლნ დოლარი (2.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.1%) და 925.4 მლნ დოლარი (3.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 6%).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ დოლარი (15 მლრდ ლარი; მშპ-ს 28.5%), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.8 მლრდ დოლარი (16.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.1%) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.2 მლრდ დოლარი (10.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.5%). მთლიანი საგარეო ვალის 92.6% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 12.3 მლრდ დოლარი (42 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 79.4%-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.8 მლრდ დოლარია (19.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 37.3%-ია.

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 9.4 მლნ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 39.0 ათსი აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 9.4 მლნ დოლარით შემცირდა.

2021 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 573.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 204 მლნ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.