ეკონომიკა
17/01/2023

"საქართველოს მელიორაციის“ შემოსავლების 80%-ს სახელმწიფო ასუბსიდირებს

„საქართველოს მელიორაციის“ შემოსავლების 80%-ს სახელმწიფო ასუბსიდირებს. 

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ხმელიძემ განუცხადა, წელს მთავრობის დადგენილებით საოპერაციო ხარჯებისთვის 25 მლნ ლარი გამოიყო, მაშინ როცა საშუალოდ, კომპანიის წლიური შემოსავლები 6-7 მლნ ლარს შეადგენს.

მისი განმარტებით, პრობლემა ტარიფებშია, რომელიც მელიორაციაში 2011 წელს დადგინდა და მისგან მიზერული შემოსავალი გენერირდება. ეს გადასახადი ჰექტარზე წლიურად 75 ლარია.

„მას შემდეგ გავიდა 12 წელი და ეს ტარიფები დღეს არსებულ რეალობას ვერ ასახავს. ეს კომპანიას ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს. საჭიროება ხდება, რომ საოპერაციო ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან დასუბსიდირდეს. ტარიფების გადახედვა ზუსტად იმ მიზანს ემსახურება, რომ კომპანიას სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება არ დასჭირდეს. თუკი ეს მიღწეული იქნება ახალი სატარიფო პოლიტიკით, გაიზრდება ჩვენი სარწყავი სისტემების ტექნიკური და მომსახურების ხარისხი. სუბსიდირების თანხა საკმაოდ დიდია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის მიღწვეა კომპანიას საკუთარი ძალებით შეუძლია, შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგიის პირობებში“ - აცხადებს გიორგი ხმელიძე.

მისი თქმით, პრობლემურია ის, რომ ტარიფი დადგენილია მხოლოდ ჰექტარზე და არ არის მოხმარებული წყლის კუბური მეტრის მოცულობა განსაზღვრული.

„სარწყავი სისტემების ტექნიკური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია შემოსავლებთან. თუ შემოსავლები არ ჰყოფნის კომპანიას, შესაბამისად, სრულად ვერ უზრუნველყოფს მომსახურების მიწოდებას. იმ შემოსავლებით, რაც დღეს კომპანიას აქვს სისტემების სრულად გაუმჯობესება შეუძლებელია. ფერმერისთვის შეიცვლება  ის, რომ ის მიიღებს გაუმჯობესებულ სარწყავ სისტემებს, გაუმჯობესებულ მომსახურებას, შემცირდაბა ფილტრაციები, წყლის დანაკარგები. ეს ორმხრივად - უკეთეს შედეგებს მოიტანს ამ სფეროში“ - აცხადებს გიორგი ხმელიძე.

შეგახსენებთ, „საქართველოს მელიორაცია“ 100%-ით სახელმწიფო კომპანიაა. ის 40 000-მდე  მომხმარებელს ემსახურება და 70 ათას ჰექტარ მიწის ნაკვეთს სარწყავი წყლით უზრუნველყოფს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის ბოლომდე მელიორაციის დარგი სრულ რეგულირებაში მოექცევა. რეგულირება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას დაევალა, რაც გულისხმობს სატარიფო რეგულირებას, ტარიფების გადათვლა-გადახედვას და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავებას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023