ეკონომიკა
09/11/2020
საქართველოს “ლოქდაუნის“ ფუფუნება არ აქვს
ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ არასტაბილურობას პანდემიაც ემატება, რაც დამატებითი წნეხია ქვეყნისთვის - ასე აფასებს „ბიზნესპარტნიორთან“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია დღეს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ ასეთ სიტუაციაში საქართველოს ევროპის ქვეყნების მსგავსად „ლოქდაუნის“ ფუფუნება არ აქვს.
ქუჩულორია აცხადებს, რომ სახელმწიფოს ამისთვის რესურსი არ დარჩა.
მისი ინფორმაციით, ამას ემატება სომხეთში და აზერბაიჯანში არსებული ვითარება, რადგან განვიხილებით ერთ რეგიონად. ამასთან პარალელში მოქცეული ვართ ერთ სივრცეში, ეს კი საფრთხის შემცველია ინვესტიციების მოზიდვისთვის, რომელიც თუ არ შემოვიდა, დამღუპველი იქნება. პრობლემაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი სიტუაციაც, რაც საბოლოო ჯამში ინვესტიციებს აფერხებს.