საქართველოს IMF-მა $40 მლნ დაუმტკიცა - მთავრობა თანხის სესხებას არ აპირებს
საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა Stand-By Arrangement პროგრამის ფარგლებში 40 მლნ დოლარი დაუმტკიცა - ფონდის დირექტორთა საბჭომ პირველი მიმოხილვა დაასრულა.
როგორც ფონდის განაცხადშია ნათქვამი, ქვეყნის ხელისუფლება პროგრამას კვლავ პრევენციულ დატვირთვას ანიჭებს (და თანხის სესხებას ამ ეტაპზე არ გეგმავს).
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს $280 მლნ-იანი სამწლიანი პროგრამა Stand-By Arrangement (SBA) სექტემბერში დაამტკიცა. პროგრამა მხარს უჭერს ქვეყნის ეკონომიკის პოლიტიკას სამი წლის განმავლობაში. მთავრობამ მაშინვე განმარტა, რომ პროგრამით გამოყოფილი თანხის დაუყოვნებლივ გამოყენებას არ აპირებს.
სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ეკონომიკის პროგრამა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, მდგრადობის ზრდას და საშუალოვადიანი ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, კოვიდ-19 პანდემიიდან გამოსვლისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენის ფონზე.