ეკონომიკა
20/07/2021
საქართველოს გავლით, ჩინეთი-ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვები 266%-ით გაიზარდა
საქართველოს გავლით, ჩინეთი-ევროპის მიმართულების საკონტეინერო გადაზიდვების მოცულობა 266%-ით გაიზარდა.
6 თვის მონაცემებით, საქართველოს რკინიგზით, აღნიშნულ მარშრუტზე 4679 კონტეინერი (TEU) გადაიზიდა, მაშინ როდესაც 2020 წლის 6 თვეში 1279 TEU გადაზიდული. 2018 წელთან შედარებით კი, საკონტეინერო ტვირთბრუნვა 6-ჯერ არის გაზრდილი
ჩინეთთან საკონტეინერო გადაზიდვები
ზრდის ტენდენცია / 2018-2021 წლის 6 თვე
2018 წელი - 799 TEU
2019 წელი - 956 TEU (+19%)
2020 წელი 1 279 TEU (+33%)
2021 წელი - 4679 TEU (+ 266%)
აღსანიშნავია ისიც, რომ გაზრდილია სატრანზიტო ტვირთები. ჯამურად საქართველოს კორიდორით სარკინიგზო ტრანზიტმა საანგარიშო პერიოდში 3,5 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 19%-ით აღემატება