ეკონომიკა
14/10/2020

საქართველოს ეკონომიკა 2021-2025 წლებში საშუალოდ 5,5%-ით გაიზრდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება, - ფონდის ოქტომბრის პროგნოზის ანალიზს ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს.

სსფ-ის პროგნოზის მიხედვით, ქვეყანაში ეკონომიკური გაჯანსაღება მომავალი წლიდან დაიწყება და 2020 წლის 5%-იანი ვარდნის შემდეგ, 2021 წელს ზრდა 5%-ს მიაღწევს, რაც შეეხება 2021-2025 წლებს, ფონდის გათვლებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.5% იქნება. შესაბამისად, 2021-2025 წლებში, საქართველოს, საშუალოდ, ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ევროპასა და რეგიონში. 

ფონდის განახლებული პროგნოზში ნათქვამია, რომ სსფ-ის პროგნოზით, 2024 წლიდან საქართველოს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, პირველად გადააჭარბებს 20 ათას დოლარს, 2025 წლიდან კი 21 ათას დოლარს. 2020-2025 წლებში ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკის (ppp) ზრდის ტემპის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-11 პოზიციაზეა.

სსფ-ის პროგნოზით, 2020 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობის ვალს შემცირების ტენდენცია ექნება. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, ვინც საშუალოვადიან პერიოდში ეფექტურად მოახერხებს გაზრდილი ვალის შემცირებას, მაშინ, როცა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ჩეხეთი, ესტონეთი, რუმინეთი, პოლონეთი, რუსეთი ვალი 2020 წლის შემდგომაც ეზრდებათ.

ვალის შემცირებს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ის გარემოება, რომ 2020 წელს მოზიდული საერთაშორისო დაფინანსებით, საქართველომ მოახერხა მნიშვნელოვანი ფისკალური ბუფერების დაგროვება, რაც შეამცირებს მომდევნო წლებში დაფინანსების საჭიროებას.

Businesspartner