ეკონომიკა
19/02/2021

საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოუცლობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 224 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელზე 16.2%-ით ნაკლებია.

ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 74.1%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.4%-ით შემცირდა და 166 მილიონ დოლარს გაუტოლდა.

2021 წლის იანვარში 10 უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 82.7% შეადგინა. ამ მხრივ უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:

ბულგარეთი - 26 მილიონი დოლარი

ჩინეთი - 25 მილიონი დოლარი

თურქეთი - 20 მილიონი დოლარი

2021 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის
მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 49 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული
სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 29.9%-ს შეადგენს. მეორე
ადგილზეა ფეროშენადნობები 23 მლნ. დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის
14.0%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს მინერალური და მტკნარი წყლები 8.8 მლნ. აშშ
დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 5.3%).