საქართველომ იანვარ-ივნისში საგარეო ვალის მომსახურებაზე ₾0.586 მლრდ გაიღო
ბიუჯეტს საგარეო ვალის მომსახურება 2022 წლის პირველ ნახევარში 586,513 მლნ ლარი დაუჯდა. აქედან 476,257 მლნ ლარით ძირითადი თანხა დაიფარა, 110,256 მლნ ლარი კი პროცენტის თანხა.
სულ საქართველოს მთავრობის ვალის მოცულობა 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28,524 მლრდ ლარით (საჯარო და კერძო თანამშრომლობის კრიტერიუმების შესაბამისი პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების ჩათვლით) განისაზღვრება, აქედან 78% საგარეო ვალზე მოდის, 22% კი შიდაზე.
საკრედიტო რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი პარტნიორებისგან, როგორც ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაშია ნატქვამი ქვეყნისათვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.
მთავრობის საგარეო ვალის პორტფელი შეღავათიანია, შედგება გრძელვადიანი სესხებისგან - საშუალო შეწონილი საკონტრაქტო ვადიანობა 20.5 წელია, საშუალო ვადიანობა დაფარვამდე დაახლოებით 8.1 წელია, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი კი 1.21%-ს შეადგენს.