ეკონომიკა
12/08/2022

საქართველომ ერთ წელში საგარეო ვალი $218,352 მლნ-ით შეამცირა

საქართველო საგარეო ვალის შემცირებას ახერხებს.

ივლისში ქვეყანამ $37 მლნ-ის ძირითადი თანხა დაფარა, პროცენტის სახით კი $6,274 მლნ გადაიხადა. სულ ამ დროისთვის ქვეყნას $7.784 მლრდ-ის ვალდებულებები აქვს, ივნისთან შედარებით $122,653 მლნ-ით ნაკლები, მაჩვენებელი შემცირებულია წლიურ ჭრილშიც - $218,352 მლნ-ით.

პანდემიის მილევის ფონზე, მთავრობამ 2021 წლის ბოლოს საგარეო ვალის სტრატეგიის ცვლილებაზე განაცხადა, სტრატეგიის მიხედვით ქვეყანა საგარეო ვალს მხოლოდ მსხვილი პროექტებისთვის აიღებს და ძირითადად ვალდებულებების შემცირებაზე იქნება ორიენტირებული.