ეკონომიკა
09/12/2021

საქართველომ 9 თვეში მხოლოდ $728 მლნ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა

საქართველომ 2021 წლის 9 თვეში მხოლოდ $728.4 მლნ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, ეს სულ რაღაც 3.2%-ით მეტია პანდემიურ 2020 წელთან შედარებით.

რაც შეეხება პანდემიამდელ პერიოდს ვარდნა მნიშვნელოვანია და 24%-ს აღემატება.

საქსტატის მონაცემებით, მოზიდული ინვესტიციებიდან 613 მლნ დოლარი რეინვეტიციაზე მოდის.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა $271.1 მლნ-ით, მეორე პოზიციაზე ნიდერლანდები მოხვდა $106.4 მლნ-ით. მესამე ადგილი კი ჩეხეთს უკავია $81 მლნ-ით.

ყველაზე მიმზიდველი ინვესტორებისთვის საფინანსო სექტორია, რომელშიც $404 მლნ-ის კაპიტალი ჩაიდო, მეორე ადგილზე $50 მლნ-ით კავშირგაბმულობის სექტორია, მესამე პოზიციაზე კი $35.5 მლნ-ით დამამუშავებელი მრეწველობა.