ფოტო: asia.nikei.com
ეკონომიკა
14/01/2022

საქართველომ 2021 წელი საგარეო ვაჭრობის 25.6%-იანი ზრდით დაასრულა

საქართველომ 2021 წელი საგარეო ვაჭრობის ზრდით დაასრულა.

სავაჭრო ბრუნვა, საქსტატის მონაცემებით, მაჩვენებელი წლიურ 25.6%-იან ზრდას აჩვენებს და 14.3 მლრდ დოლარს აჭარბებს.

მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 4.242 მლრდ დოლარია, მაჩვენებელი 26.9%-ით არის გაზრდილი, იმპორტი 10.077 მლრდ დოლარია, ზლიური ზრდა 25.1%-ს აღწევს.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წელს 5.834 მლრდ დოლრი შეადგინა, საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7%.