ეკონომიკა
21/08/2023

საქართველოდან წმინდა ექსპორტი შემცირდა

საქართველოდან წმინდა ექსპორტი შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან ადგილობრივი ექსპორტის (რეექსპორტის გარეშე) მაჩვენებელმა 1,728 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22%-ით ნაკლებია.

ადგილობრივი ექსპორტის პროდუქციათა ჩამონათვალში მნიშვნელოვნად არის შემცირებული ფეროშენადნობების, აზოტოვანი სასუქებისა და სპილენძის მადნები და
კონცენტრატების ექსპორტი.

ადგილობრივი პროდუქციის ტოპ სამეული საექსპორტო ქვეყანაა რუსეთი (323.6 მლნ დოლარი), თურქეთი (236.7 მლნ დოლარი) და ჩინეთი (217.5 მლნ დოლარი). ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა კი საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76% შეადგინა.

ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის წილში 48.2%-ია, 2023 წლის 7 თვეში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 3.6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 16%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის შესაბამის პერიოდში.

Businesspartner