საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 19.3%-ით გაიზარდა
2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3.052 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, - ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 48.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.6 პროცენტით შემცირდა და 1.473 მლრდ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
უწყების ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76.3 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (266.6 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (197.8 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (188.2 მლნ. აშშ დოლარი).