ეკონომიკა
26/08/2021
საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა
ფეროშენადნობების ექსპორტი რეკორდულ ზრდას აჩვენებს. 7 თვეში საქართველოდან საექსპორტო ბაზრებზე 228.5 მლნ დოლარის ფერო-სილიკო მანგანუმი გავიდა, 76%-ით მეტი 2020 წლის 7 თვესთან შედარებით.
ამ მაჩვენებლით პროდუქციას საექსპორტო კალათაში 10%-იანი წილი უჭირავს.
ექსპორტის 34% რუსეთის ბაზარზე მოდის, სადაც 61 000 ტონა ფერო გავიდა. ექსპორტის ღირებულება 83.9 მლნ დოლარია, ანუ საშუალო ფასი 1400 დოლარი გამოდის.
11% უჭირავს თურქეთს. მეზობელ ქვეყანაში 24.6 მლნ დოლარის ფერო გაიყიდა, ანუ საშუალო ფასი 1200-1300 დოლარია.