ეკონომიკა
15/08/2022

საქართველოდან ექსპორტი იანვარ-ივლისში 36%-ით გაიზარდა

საქართველოდან ექსპორტი იანვარ-ივლისში 36%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მლრდ დოლარს გადააჭარბა, მაჩვენებელი წლიურად 35.3%-ითარის გაზრდილი.

ექსპორტი 3,1 მლრდ დოლარს აღწევს და წლიური ზრდა 36%-ს აღემატება, ხოლო იმპორტი 7,087 მლრდ დოლარია და 34.8%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ივლისში 3 988.7 მლნ. აშშ დოლარი და
საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2 პროცენტი შეადგინა.