საქართველოდან ექსპორტი 31%-ით გაიზარდა
2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტზე 5.037 მლრდ დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც 31.8%-ით არის გაზრდილი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შდარებით.
საქსტატის მონაცემებით, წმინდა ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 67.6%-ია. მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2%-ით გაიზარდა და 3.406 მლრდ დოლარს გაუტოლდა.
ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.3% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (621.8 მლნ. დოლარი), რუსეთი (499.2 მლნ. დოლარი) და ბულგარეთი (391.8 მლნ. დოლარი).
ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 932.9 მლნ. დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 448.3 მლნ. დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 249.1 მლნ. დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.3 პროცენტი).