ეკონომიკა
15/11/2021
საქართველოდან ექსპორტი 25%-ით გაიზარდა
საგარეო ვაჭრობა ზრდის ტემპს ინარჩუნებს.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წლიურად 23%-ით გაიზარდა, 11.352 მლრდ დოლარამდე.
ექსპორტი 25%-იან ზრდას აჩვენებს და საანგარიშო პერიოდში 3.4 მლრდ-ს აღწევს.
იმპორტი თითქმის 8 მლრდ დოლარია, წლიური ზრდა 22.3%.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში 4.567 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2% შეადგინა.