ეკონომიკა
01/07/2021

საქართველო სსფ-სთან ახალი პროგრამის დაწყებას გეგმავს - მისიამ მუშაობა ვირტუალურ რეჟიმში დაიწყო

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (სსფ) ახალი პროგრამის დაწყებას გეგმავს. ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ  საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.

ფონდის მისიამ ვირტუალურ ფორმატში მუშაობა უკვე დაიწყო. ორკვირიანი მისია სსფ-ის IV მუხლის დებულების მიხედვით, კონსულტაციების ფორმით ხორციელდება.

მისიის წარმომადგენლები გაეცნობიან მაკროეკონომიკურ მდგომარეობას, ქვეყნის ფისკალურ-მონეტარულ პოლიტიკას.

მისიის წევრები შეხვდნენ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, რომელმაც მისიის წევრებს გააცნო ეკონომიკაში არსებული ვითარება, ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზები, ბიზნესის და სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებები, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების დინამიკა, ფისკალური კონსოლიდაციისა და ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამის მხარდაჭერით, ქვეყანაში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, ასევე, მოხერხდა კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის შემცირება.

შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამა აპრილში დასრულდა.

პროგრამის ფარგლებში, სულ, საქართველოს  687 მლნ დოლარი (406 მლნ SDR) აქვს მიღებული, მათ შორის 2020 წელს - 226 მლნ SDR ($315 მლნ დოლარი).

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023