ეკონომიკა
17/02/2021

საქართველო სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს

საქართველო  სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმების მიმართულებით მიზანშეწონილობის კვლევის პროცესი 2021 წლის ივლისში დასრულდება.

„კორეის რესპუბლიკას პროდუქციის 85%-ზე დაწესებული აქვს იმპორტის საკმაოდ მაღალი ტარიფები, ამდენად, ამ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისთვის. თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებისა და იმპორტის ტარიფების ლიბერალიზაციის შედეგად, ქართულ საექსპორტო პროდუქციას დამატებით გაეხსნება 52 მილიონიანი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე სამომხმარებლო ბაზარი“, - წერს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე Facebook-ში თავის გვერდზე.

მისი ინფორმაციით,  კორეა ახორციელებს ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქციის იმპორტს, რომლის წარმოებაც საქართველოში კარგად არის განვითარებული და ქვეყნის ძირითად საექსპორტო პოზიციებს წარმოადგენს.

„სასოფლო-სამეურნეო პროდუქციიდან გამოვყოფდი თხილს, ხილის ჩირს, ჩაის, მშრალ სანელებლებს, ხილის ჯემებს, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებს და წვენებს, მინერალურ წყალს, ღვინოს, ლუდს და სხვ. რაც შეეხება სამრეწველო პროდუქციას, კორეის ბაზარზე შესაძლებელია განვახორციელოთ ისეთი სამრეწველო პროდუქციის ექსპორტი, როგორიცაა ფეროშენადნობი, მინის პროდუქცია და კონტეინერები, ელექტრო კაბელები და ა.შ“,- ამბობს გენადი არველაძე. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023