საქართველო, როგორც სატრანზიტო დერეფანი - პრემიერი BSEC-ის გენმდივანს შეხვდა
შავი ზღვის აუზის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივან ლაზარ კომანესკუსთან შეხვედრაზე.
მხარეებმა აღინიშნეს, რომ BSEC-ი სასარგებლო პლატფორმაა შავი ზღვის ქვეყნებისათვის ეკონომიკური პარტნიორობისა და შიდა რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
განიხილეს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის როლი, ასევე რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები.
პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო BSEC-ის თავმჯდომარეობის პერიოდში ხელმძღვანელობს სამ ძირითად მიმართულებას - Covid-19-ის შედეგად დაზარალებული ტურიზმის ინდუსტრიის აღორძინების, ინოვაციური რესურსებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების ხელშეწყობის სფეროებს.