საქართველო JP Morgan-ის GBI-EM ინდექსში მოხვედრას გეგმავს
საქართველო JP Morgan-ის GBI-EM ინდექსში ჩართვას განიხილავს.
ფინანსთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ბენჩმარკ ობლიგაციების ბაზრის განვითარება 2025 წლისთვის ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს JP Morgan-ის GBI-EM ინდექსში ჩართვის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილს.
„ფინანსთა სამინისტრომ 2018 წელს დაიწყო ბენჩმარკ ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რომელთა მოცულობა შეადგენდა 240 მილიონ ლარს. ამჟამად, ყველაზე დიდი ბენჩმარკის მოცულობა შეადგენს 972 მილიონ ლარს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა. ბენჩმარკის ზომა არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი საქართველოსთვის JP Morgan-ის GBI-EM ინდექსში მოსახვედრად, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მთავრობის ფასიანი ქაღალდების ლიკვიდობას“, - აღნიშნულია ვალის მართვის სტრატეგიაში.
სამინისტროში ელიან, რომ JP Morgan-ის GBI-EM ინდექსში ჩართვა მნიშვნელოვნად გაზრდის არარეზიდენტი ინვესტორების აქტივობას ადგილობრივ ბაზარზე.
არარეზიდენტი ინვესტორების წილის ზრდით კი, მოხდება ინვესტორთა ბაზის დივერსიფიკაცია, რაც შეამცირებს ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ვალის ხარჯს და გაზრდის ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში.
დასახული მიზნით, 2025 წლისთვის სახაზინო ფასიანი ქაღალდების მფლობელებში არარეზიდენტი ინვესტორების წილის მიზნობრივ მაჩვენებლი 25%-ით არის განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, თიბისი კაპიტალის მონაცემებით, არარეზიდენტები 526 მლნ ლარის ობლიგაციებს ფლობენ.
შეგახსენებთ, JP Morgan-ის GBI-EM ინდექსი 2005 წლის ივნისში ამოქედდა და არის პირველი ყოვლისმომცველი გლობალური ადგილობრივი განვითარებადი ბაზრების ინდექსი.