ეკონომიკა
19/10/2021
საგარეო ვაჭრობამ იანვარ-სექტემბერში $10 მლრდ-ს გადააჭარბა
საგარეო ვაჭრობა ზრდის ტრენდს ინარჩუნებს.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყნის მთლიანი სავაჭრო ბრუნვა 10 მლრდ დოლარს აღემატება, რაც 22.3%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 წლის 9 თვის მაჩვენებელს კი 5%-ით აღემატება.
მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 2.981 მლრდ დოლარია, წლიური ზრდა 24%-ია, იმპორტი 7.028 მლრდ დოლარს აღწევს, მაჩვენებელი წლიურად 21.6%-ით არის გაზრდილი.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, 4.047 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4%-ია.