საგარეო ვაჭრობამ იანვარ-ივლისში $7.5 მლრდ-ს მიაღწია
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავინდებურად ზრდის ტრენდს ინარჩუნებს.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7.5 მლრდ დოლარს მიაღწია, წლიურად 21.7%-იანი ზრდაა.
მაჩვენებელი უსრებს პანდემიამდელ მაჩვენებელსაც, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 7.3 მლრდ დოლარს შეადგენდა.
ექსპორტი საანგარიშო პერიოდში 27.8%-ით არის გაზრდილი, 2.275 მლრდ-მდე; 19.3%-ით გაიზარდა იმპორტი, 5.206 მლრდ-მდე.
საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2.93 მლრდ დოლარია, საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2%.
უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთია (370.5 მლნ დოლარი); უმსხვილაეს იმპორტიორი ქვეყანა კი თურქეთი (917.4 მლნ დოლარი).
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1.107 მლრდ დოლარი), რუსეთი (868 მლნ დოლარი) და ჩინეთი (829.9 მლნ დოლარი).
2021 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 465.9 მლნ დოლარით, ეს მთელი ექსპორტის 20.5%-ია.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი მსუბუქი ავტომობილებია, რომლის იმპორტმა 461.8 მლნ დოლარი, მთელი იმპორტის 8.9%.