ეკონომიკა
19/11/2021
საგარეო ვაჭრობა ზრდის ტრენდით - იანვარ-ოქტომბერში ზრდა 23%-ია
საქართველოს საგარეო ვაჭრობა ზრდის ტრენდს აჩვენებს.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო ბრუნვამ 11.352 მლრდ დოლარს მიაღწია, ეს 23%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში.
მთლიანი ვაჭრობიდან ექსპორტი 3.392 მლრდ დოლარია, წლიურად გაზრდილია 25%-ით, იმპორტი 8 მლრდ დოლარამდეა, ზრდა 22.3%.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში, 4.567 მლრდ დოლარია, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%-ია.