ეკონომიკა
13/05/2022
საგარეო ვაჭრობა ზრდის ტემპს დაუბრუნდა
მარტის ვარდნის შემდეგ, საგარეო ვაჭრობა ისევ ზრდის ტემპს დაუბრუნდა.
აპრილში მარტთან შედარებით მაჩვენებელი 4%-ით არის გაზრდილი, წლიური ზრდა კი, 20%-ს აჭარბებს, ჯამში საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ მილიარდ 360 მილიონ დოლარს გადააჭარბა, გაზრდილია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი.
სულ იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვა 5.25 მლრდ დოლარს აღემატება, წლიურ ჭრილში ზრდა 33%-ს აჭარბებს. აქედან, ექსპორტი 1.587 მლრდ დოლარია (+32.8%), იმპორტი 3.665 მლრდ დოლარი (+33.7%).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-აპრილში 2.077 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6% შეადგინა.