ეკონომიკა
20/01/2022
საგარეო ვაჭრობა რეკორდულ ნიშნულზეა - 2021 წელს მაჩვენებელი 25.6%-ით გაიზარდა
საქართველომ 2021 წელი რეკორდული საგარეო სავაჭრო ბრუნვით დაასრულა.
საქსტატის მონმაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წელთან შედარებით 25.6%-ით გაიზარდა და 14.3 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 4.242 მლრდ დოლარია, მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით 27%-ით არი სგაზრდილი, 25.1%-ით 10.073 მლრდ დოლარამდეა გაზრდილი იმპორტიც.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წელს, 5.831 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ეს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7%-ია.