ეკონომიკა
13/10/2020
საგარეო ვაჭრობა ისევ მინუსებშია - წლიური ვარდნა 15%-ია
საგარეო ვაჭრობა ისევ მინუსებს აჩვენებს.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 8,121 მლრდ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 14.9%-ით ნაკლებია.
მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 2,403 მლრდ დოლარია, წლიური ვარდნა 12.1%-ია.
საანგარიშო პერიოდში იმპორტი 15,9%-ით არის შემცირებული, 5,717 მლრდ დოლარამდე.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 3,314 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8% შეადგინა.