ეკონომიკა
15/02/2021

საგარეო ვაჭრობა ისევ მინუსებშია

2021 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 763.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 16.3%-ით ნაკლებია. 

საქსტატის მონაცემებით, 16,2%-ით შემცირებულია ექსპორტი და 224.4 მლნ დოლარია, ასევე 16,4%-ით შემცირდა იმპორტი 539.4 მლნ-მდე.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარში 315 მლნ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2% შეადგინა.