ეკონომიკა
21/12/2020
საგარეო ვაჭრობა იანვარ-ნოემბერში 14,6%-ით შემცირდა
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 14,6%-ით არის შემცირებული და 2020 წლის იანვარ-ნოემბერში 10,2 მლრდ დოლარს შეადგენს.
"საქსტატის" მონაცემებით, ექსპორტი 3,016 მლრდ დოლარია, რაც 11.3%-ით, იმპორტი 7,186 მლრდ დოლარია, წლიური ვარდნა თითქმის 16%-ია.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში, 4,169 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9%-ია.