ეკონომიკა
13/12/2022
საგარეო ვაჭრობა 32.2%-ით გაიზარდა
საგარეო სავაჭრო ბრუნვა ზრდის დინამიკას ინარჩუნებს.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
17.023 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 32.2%-ით აღემატება.
ექსპორტი 31.8%-ით არის გაზრდილი, იმპორტი 32.5%-ით.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 5.037 მლრდ დოლარია, იმპორტი კი 11.985 მლრდ დოლარი.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 6.948 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.