ეკონომიკა
13/06/2022
საგარეო-სავაჭრო ბრუნვა მაისში რეკოდრულ ნიშნულზეა
საგარეო-სავაჭრო ბრუნვა მაისში რეკორდულ ნიშნულზეა. საქსტატის მონაცემებით, მაჩვენებელმა 1.6 მლრდ დოლარს გადააჭარბა, წლიურად მაჩვენებელი 45%-ით არის გაზრდილი.
მთლიანობაში იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 7 მლრდ დოლარს მიაღწია, წლიურად მაჩვენებელი 37%-ით არის გაზრდილი. გაზრდილია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი.
ექსპორტმა 2.1 მლრდ დოლარს (+36.2%), იმპორტმა 4.8 მლრდ დოლარს მიაღწია. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-მაისში 2 729.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5% შეადგინა.