ეკონომიკა
20/02/2023

საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება

საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტი წლიურად თითქმის 39%-ით გაიზარდა და 460 მილიონ დოლარს მიაღწია, გაზრდილია იმპორტიც 25%-ით და 1 მლრდ დოლარს აჭარბებს.

მთლიანობაში იანვრაში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1,46 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც 29%-ზე მეტად არის გაზრდილი 2022 წლის იანვართან შედარებით. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარში, 543.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 37.2%-ია.

უმსხვილეს საექსპორტო პროდუქციაში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია, მეორე და მესამე პოზიციაზე კი სპილენძის მადნები და ფეროშენადნობებია.
 
საიმპორტო კალათაში პირველ პოზიციაზე ნავთობის აირები და ნახშირწყალბადებია, მეორე ადგილზე კი მსუბუქი ავტომობილები. უმსხვილეს სავაწრო პარტნიორებში რუსეთი ლიდერობს, თურქეთი და აზერბაიჯანი კი მეორე და მესამე პოზიციაზეა.