სად რა გაყიდა საქართველომ 2021 წელს - წმინდა ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა
პანდემიური მეორე წელი ქართული პროდუქციისთვის წარმატებული აღმოჩნდა, 2021 წელს წმინდა ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა და 3.13 მლრდ დოლარს აღწევს.
საქსტატის მონაცემებით, წმინდა ექსპორტი შარშან 2020 წელთან შედარებით თითქმის 30%-ით გაიზარდა და 3, მაჩვენებელი 34%-ით არის გაზრდილი პანდემიურ 2019 წელთან შედარებითაც.
ექსპორტი რეექსპორტის გარეშე მთლიანი ექსპორტის 73.7%-ია.
მთლიანობაში 2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 4.242 მლრდ დოლარის პროდუქცია, ეს 27%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით.
ქართული პროდუქციისთვის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ჩინეთია, სადაც ექსპორტირებულია 581 მლნ დოლარის პროდუქცია, მეორე პოზიაციაზეა რუსეთი 555 მლნ დოლარით, თურქეთი კი სამეულში ბოლო პოზიციაზე 304.5 მლნ დოლარით მოხვდა.
ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.8% შეადგინა.
ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 815.4 მლნ დოლარით, ამ სასაქონლო ჯგუფის წილი წმინდა ექსპორტის 26.1%-ია. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 477 მლნ დოლარით (წმინდა ექსპორტის 15.3%), მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 237.7 მლნ დოლარით
(წმინდა ექსპორტის 7.6%).