ეკონომიკა
20/02/2021
საბიუჯეტო პროგრამების ეფექტურობა მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით შეფასდება
დაგეგმილია საბიუჯეტო პროგრამების ეფექტურობის შეფასება მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის გამოყენებით, - განაცხადა ხუთი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა.
როგორც მან აღნიშნა, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები შეფასდება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგიის მიხედვით და დაფინანსდება ყველაზე მაღალი სოციალური და ეკონომიკური შედეგების მქონე პროექტები.
ფისკალურ რისკებსა და ვალის მართვაზე საუბრისას, ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, დამტკიცდება ვალის მართვის ახალი სტრატეგია, რომელიც გაზრდილი ვალის ეფექტურ მართვაზე იქნება ორიენტირებული.