ეკონომიკა
28/06/2021

საბიუჯეტი დეფიციტი და სამთავრობო ვალი - ირაკლი კოვზანაძე ეკონომიკის მთავარ რისკებს ასახელებს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე  ეკონომიკისთვის მთავარ რისკებად  მაღალ დეფიციტსა და მაღალ სამთავრობო ვალს ასახელებს.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის შეფასებისას, განაცხადა ის ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ბიუჯეტის მესამე საბოლოო პროექტის განხილვისას საუბრობდა ამ რისკების შესახებ. 

„ვამბობდი რომ ეს ფისკალურ და მონეტარულ რისკებს გამოიწვევდა. სამწუხაროდ მართალი აღმოვჩნდი. სხვა საგარეო ფაქტორების დამთხვევასთან ერთად ამან მოგვცა მაღალი ინფლაცია, ლარის დევალვაცია, ფასების ზრდა,  რაც მოსახლეობას აწუხებს და მძიმე ტვირთად აწვება. ხოლო, ეროვნულ ბანკს ვაფრთხილდებდი რომ მოუწევდა რეფინანსირების განაკვეთის ზრდა. რასაც ვპროგნოზირებდი,  და რაც მოხდა. -აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით,  მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ, უნდა გამოიყენოს ბოლო თვეების დაჩქარებული ეკონომიკური ზრდით გამოწვეული შესაძლებლობები და ერთიანი ბიუჯეტის კორექტირებისას დეფიციტის დღეს არსებული 7.7%-ანი მაჩვენებელი მაქსიმალურად უნდა შეამციროს. 

„ჩემის გათვლებით იგი 7%-ს უნდა ჩამოსცდეს 6.5%-ს დაუახლოვდეს. ასევე წელსვე მაქსიმალურად უნდა შევამციროთ სამთავრობო ვალი, რაც პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა,  ვფიქრობ ეს ნაბიჯები აუცილებელია ფისკალური და  მონეტარული სტაბილურობისთვის. ზოგადად კი მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023