ეკონომიკა
15/03/2021
საარსებო მინიმუმი თებერვალში 10-თვიან მაქსიმუმზეა
2021 წლის თებერვალში საარსებო მინიმუმი 10 თვიან მაქსიმუმზეა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 197,2 ლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 1,8 ლარით შემცირდა, წინა თვესთან შედარებით კი მაჩვენებელი 1.6 ლარით არის გაზრდილი.
საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 174,7 ლარით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ საქსტატმა 2020 წლის დეკემბრიდან საარსებო მინიმუმის დათვლა ახალი სტატიკური სამუშაოთა პროგრამის მიხედვით დაიწყო, შესაბამისად, განუცხადეს, პროგრამის მიხედვით გამოქვეყნდება მხოლოდ 2 მაჩვენებელი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის და საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და მაჩვენებელი დეტალურად აღარ იქნება ჩაშლილი ოჯახის სულადობის მიხედვით.