ეკონომიკა
15/10/2021
საარსებო მინიმუმი სექტემბერში ₾216.3-მდე შემცირდა
რამდენიმიე თვიანი მუდმივი მატების შემდეგ, სექტემბერში საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით შემცირდა, თუმცა მაჩვენებელი მაინც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ ერიოდთან შედარებით.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 216.3 ლარი შეადგინა, 4.7 ლარით ნაკლები აგვისტოსთან შდარებით.
წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 32.3 ლარით არის გაზრდილი.
საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 191.6 ლარით განისაზღვრა.
მთლიანობაში საარსებო მინიმუმი მაღალი ინფლაციის წნეხს განიცდის. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 12.3%-ს მიაღწია.