ეკონომიკა
15/12/2021
საარსებო მინიმუმი ნოემბერში ₾223.7-მდე შემცირდა
ინფლაციის მცირედი შემცირება, საარსებო მინიმუმზეც აისახა.
ნოემბერში მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით ასევე უმნიშვნელოდ, სულ რაღაც 0.5 ლარით შემცირდა და საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 223.7 ლარი შეადგინა.
წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 34.2 ლარით არის გაზრდილი.
საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 198.1 ლარით განისაზღვრა.
მთლიანობაში საარსებო მინიმუმი მაღალი ინფლაციის წნეხს განიცდის. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 12.5%-ით განისაზღვრა.
ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში ისევ მაღალ ინფლაციას ელის, მარტიდან კი მის შემცირებას ვარაუდობს.