ეკონომიკა
15/08/2022

საარსებო მინიმუმი ივლისში, ივნისის რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ, ₾245,3-მდე შემცირდა

საარსებო მინიმუმი ივლისში, ივნისის რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ, 245,3 ლარამდე შემცირდა. მასზე ინფლაციისზრდის ტემპის შენალება აისახა.

საქსტატის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ივნისთან შედარებით შედარებით 10 ლარით შემცირდა, წლიურად კი თითქმის 61.8 ლარით არის გაზრდილი. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 217.3 ლარით განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ ივლისში წლიური ინფლაციის დონე მცირედით შემცირდა, თუმცა კვლავინდებურად ორნიშნა მაჩვენებელზეა და 11.5%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. სებ-ი ინფლაციის ტემპის შენელებას პანდემიის მილევის ფონზე მარტიდან ელოდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა მოლოდინი გადაავადა. ეროვნული ბანკი ვარაუდობს, რომ ინფლაცის მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლიდან მიუახლოვდება.