ეკონომიკა
16/01/2023
საარსებო მინიმუმი დეკემბერში 253,5 ლარი იყო
ინფლაციის მაჩვენებლის მცირედი შემცირება საარსებო მინიმუმზეც აისახა.
დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით შემცირდა, თუმცა კვლავინდებურად მნიშვნელოვნად, 30 ლარით არის გაზრდილი 2021 წლის დეკემბერთან შედარებით და 253,50 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში წლიური ინფლაცია 9,8%-მდე შემცირდა, იმ ფონზე როდესაც მთელი წლის განმავლობაში ქვეყანაში ორნიშნა მაჩვენებელი იყო და მიზნობრივი 3%-ს 4-ჯერ აღემატებოდა.
ეროვნული ბანკი ვარაუდობს, რომ ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების ტემპი გაგრძელდება და წლის ბოლოს მიზნობრივ ნიშნულს მიუახლოვდება.