საარსებო მინიმუმი ₾30.7-ით გაიზარდა და ₾256.9 გახდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,2022 წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 253.5 ლარს შეადგენდა, 2022 წლის იანვარში კი ეს მაჩვენებელი 226.2 ლარით განისაზღვრებოდა.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 224.5 ლარის ნაცვლად,227.5 ლარი გახდა. გასული წლის იანვართან შედარებით კი საშუალო მომხმარებლის სააარსებო მინიმუმი 27.1 ლარით გაიზარდა.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.