ეკონომიკა
15/06/2021

საარსებო მინიმუმი 14-თვიან მაქსიმუმზეა და 205.6 ლარს შეადგენს

მაისში ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი საარსებო მინიმუმზე აისახა.

"საქსტატის" მონაცემებით, 2021 წლის მაისში საარსებო მინიმუმი 14 თვიან მაქსიმუმზეა, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 205.6 ლარი შეადგინა. 

საქსტატის მონაცემებით, წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 16 ლარით არის გაზრდილი, წინა თვესთან შედარებით კი მაჩვენებელი 3.2 ლარით.

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 182,1 ლარით განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ მაისში წლიური ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან 7.7%-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ საქსტატმა 2020 წლის დეკემბრიდან საარსებო მინიმუმის დათვლა ახალი სტატიკური სამუშაოთა პროგრამის მიხედვით დაიწყო, შესაბამისად, განუცხადეს, პროგრამის მიხედვით ქვეყნდება მხოლოდ 2 მაჩვენებელი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის და საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი, მაჩვენებელი დეტალურად აღარ არის ჩაშლილი ოჯახის სულადობის მიხედვით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022