სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ზურაბ მენთეშაშვილმა, „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ, ირაკლი გაბრიაძემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჭანტურიამ მოაწერეს.
თანამშრომლობის ფარგლებში, უწყებები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ სოციალურად დაუცველი სამუშაოს მაძიებელი პირების ეკონომიკურ გაძლიერებასა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო გრანტების პროგრამის 2023 წლის რაუნდის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას დედაქალაქსა და რეგიონში არსებული სერვის -ცენტრების დახმარებით. ასევე, როგორც მხარეებმა აღნიშნეს აქტიურად მიმდინარეობს სოციალური მომსახურებისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოების რეგიონული წარმომადგენლების ინფორმირება ზემოხსენებული პროგრამის თაობაზე, რათა დაინტერესების შემთხვევაში, დასაქმებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს კონსულტანტებმა პირველადი კონსულტაცია გაუწიონ მოქალაქეებს მიკრო გრანტების პროგრამის შესახებ.
მემორანდუმის ხელმომწერი სააგენტოები აქტიურად ჩაერთვებიან მათ მიერ ორგანიზებულ თემატურ აქტივობებში და ინფორმაციის გაცვლას შეუწყობენ ხელს.