ეკონომიკა
23/10/2020

რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კიცხის გზა ბიუჯეტს 11,4 მლნ ლარი უჯდება

რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კიცხის საავტომობილო გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტს  11 396 618 ლარი უჯდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.
 
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობა.
 
 
Businesspartner