რომელი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის ვალი აქვს საქართველოს
საქართველოს 9 საერთაშორისო საფინანსო კრედიტორი ორგანიზაცია ჰყავს. მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე აღებული ვალდებულებები, 2021 წლის 1 ივლისისთვის $5.465 მლრდ-ია (2020 წლის 1 ივლისისთვის $4.218 მლრდ).
ყველაზე მსხვილი კრეიდტოტი საფინანსო ინსტიტუტებს შორის მსოფლიო ბანკია, რომლის იმართ ქვეყანას 2.09 მლრდ მართებს. აქედან ნაწილი მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრების რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD) და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) მიმართ არსებული დავალიანებაა.
მეორე ადგილზე აზიის განვითარების ბანკია (ADB), რომლისაც საქართველოს 1.76 მლრდ დოლარის ვალი აქვს; მესამე ადგილი 810 მილიონი დოლარით ევროპის საინვესტიციო ბანკს უკავია.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი / $ მლრდ
მსოფლიო ბანკი (IBRD, IDA) |
2.09 |
|
აზიის განვითარების ბანკი (ADB) | 1.76 |
|
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) |
0.81 |
|
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) | 0.21 |
|
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) | 0.18 |
|
ევროგაერთიანება (EU) |
0.16 |
|
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) |
0.03 |
|
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) | 0.003 |
|
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) |
0.002 |
|
წყარო: ფინანსთა სამინისტრო
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო ვალი 2021 წლის 1 ივლისის მდგომარეობით $8.016 მლრდ-ს აღემატება, მაჩვენებელი 22 მლნ-ით ნაკლებია, მაისის მონაცემთან ($8.036 მლრდ) შედარებით. წლიურ ჭრილში რა თქმა უნდა, საგარეო ვალის ზრდის ტენდენციაა და მაჩვენებელი $1.874 მლრდ-ით არის გაზრდილი.
ქვეყანას საერთაშორისო ინსტიტუტების გარდა, ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული ვალდებულებები აქვს.