რომელი პროდუქტები და სერვისი გაძვირდა იანვარში ყველაზე მეტად
ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტად კომუნალური და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურებები გაძვირდა.
2022 წლის იანვარში 13.9%-იანი წლიური ინფლაციის მაჩვენებელში სწორედ კომუნალური მომსახურებების გაძვირებამ შეიტანა განსაკუთრებული წვლილი.
16.2%-ით გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ასევე 16.2%-ით გაძვირდა ტრანსპორტის ექსპლუატაცია. 16%-ით არის გაძვირებული კაფე-რესტორენებისა და სასტუმროების მომსახურება.
რამ შეიტანა წვლილი წლიური ინფლაციის ფორმირებაზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2%-ით, რაც წლიურ
ინფლაციაზე 5.27%-ული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (23.3%), პური და პურპროდუქტები (20.5%), ზეთი და ცხიმი (19.6%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (18.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.2%), თევზეული (16.6%), რძე, ყველი და კვერცხი (14.4%), ხილი და ყურძენი (13.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.9%), ყავა, ჩაი და კაკაო (7.8%);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები 44.8%-ით არის მომატებული, რაც 3.69%-ული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (68%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7 %). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-3.1%);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2%-ით, რაც 2.08 პროცენტული პუნქტით
აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო
საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.3 პროცენტი).